დაკარგულთა ძებნის არეალი გაფართოვდა, ამბროლაურამდეა ჩასული – პაპუნა მარგველიძე

“ძებნის არეალი გაფართოვდა, ამბროლაურამდეა ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე მდინარის კალაპოტშია ჩასული და მიმდინარეობს ყველა შესაძლო ადგილის მოძიება”,- ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“დაკარგულ 6 პიროვნებაზე საძიებო სამუშაოები გრძელდება. უკვე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებშია გადასული ტექნიკა, რომლითაც საძიებო სამუშაოები გრძელდება. გუშინ საღამოს იპოვეს ერთი მამაკაცის ცხედარი. ეპიცენტრიდან დაახლოებით, 25 კმ-ის დაშორებით იყო, ქალაქ ონთან ახლოს, რომელიც ასევე ამოიყვანეს და ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

ძებნის არეალი გაფართოებულია, ამბროლაურამდეა ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასული და მიმდინარეობს ყველა შესაძლო ადგილის მოძიება“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მაშველების მიერ 27 ცხედარია აღმოჩენილი და საძიებო სამუშაოები 6 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები