ირაკლი კობახიძე: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს ანაკლიის პორტი, რასაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის

“ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს ანაკლიის პორტი, რასაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამისათვის ჩაიწერა შესაბამისი ტექსტი საქართველოს კონსტიტუციაში ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს დღემდე რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ ძალიან მალე დაიწყება პროცესი, რომელიც ანაკლიის პორტის წარმატებული მშენებლობით დასრულდება.

„ჩვენთვის ინვესტიციები არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში, კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ხაზარაძე, ვერ მოახერხა ანაკლიაში ინვესტიციების მოზიდვა ვერც დასავლურის, ვერც აღმოსავლურის, ვერც სამხრეთულის. ეს არის მათი არაეფექტური საქმიანობის შედეგი. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს და ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციებისთვის ჩვენი კარი არის ღია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ განვითარდეს ანაკლიის პორტი, რასაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამისათვის ჩაიწერა შესაბამისი ტექსტი საქართველოს კონსტიტუციაში ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს დღემდე რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაიწყება ის პროცესი, რომელიც დამთავრდება ანაკლიის პორტის წარმატებითი მშენებლობით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები