ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ეს არის მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

“ჩვენ გვაქვს უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ეს არის მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებით პროცესები დადებითად განვითარდება.

“ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ურთულეს ვითარებაში თავიდან ავირიდოთ ომი ჩვენს ქვეყანაში, რასაც წარმატებით წარმატებით ვახერხებდით გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე განვითარდება ეს პროცესები.

ჩვენ გვაქვს უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ეს არის მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მე მაქვს დიდი იმედი, რომ ამ მიმართულებით პროცესები განვითარდება დადებითად. ეს არის ჩვენ ერთ-ერთი ეროვნული ოცნება და მე იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება საბოლოოდ აღდგენა“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები