ქეთევან დუმბაძემ განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს

ქეთი დუმბაძემ ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ მწერალთა სახლის მომავალმა ხელმძღვანელმა, ქეთევან დუმბაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა და განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს.

„ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რისთვის იყო, როგორ იყო ეს კანონი და არავითარი რუსული იქ არ იყო. ეს კანონი არავის მიუღია. ეს იყო პირველი მოსმენა, რომლის საფუძველზეც ეს კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა გადაგზავნილიყო და მათგან უნდა მოსულიყო დასკვნა. ამას მისცა ხმა ქეთი დუმბაძემ და ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა დუმბაძემ.

ცნობისთვის, ქეთევან დუმბაძე საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე ნატა ლომოურს ჩაანაცვლებს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა.

2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები