გივი მიქანაძე: არის მორიგი მცდელობა, რომ ეს ძალიან მძიმე ამბავი და უბედურება, რომელიც მთელ ერს დაგვატყდა თავს, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე რაჭაში მომხდარ სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას გამოეხმაურა.
“ის ადამიანები ოპოზიციიდან, ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ, რომ უნდა შეიქმნას ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ თავიანთ პირად ინტერესებს, რომ ამ ტრაგედიის ისარგებლონ და პოლიტიკური ქულები რაღაც ფორმით მაინც დაიწერონ. არის მორიგი მცდელობა, რომ გამოიყენონ ეს ძალიან მძიმე ამბავი და უბედურება, რომელიც მთელ ერს დაგვატყდა თავს, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.