მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციას შეიძლება სურვილი აქვს, რომ არც შედგეს პარლამენტში შოვის სტიქიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია და ამით გააჩინონ ეჭვი, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურს რომელიმე კითხვის დასმა

“ოპოზიციას შეიძლება დიდი სურვილი აქვს, რომ არც შედგეს პარლამენტში შოვის სტიქიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია და ამით გააჩინონ ეჭვი, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურს რომელიმე კითხვის დასმა და რომელიმე კითხვაზე პასუხის საზოგადოებისთვის გაგებინება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა ერთადერთ მიზანს ემსახურება – რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეფემერული შანსები მოინახოს.

„ხედავს საზოგადოება, რომ ეს [ოპოზიციის მოთხოვნა კომისიის შექმნაზე] ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ პოლიტიკური დებატისთვის ახალი ასპარეზი გაიხსნას სადაც შეიძლება ეფემერული შანსები მონახოს ოპოზიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ან რაღაც ასეთი შოუები გაითამაშოს და გარკვეული სცენარებით შექმნას ახალი პლაცდარმები. რასაკვირველია, აქ ამის გამოყენების მცდელობასთან გვაქვს საქმე და არა ობიექტურად დასმულ კითხვასთან, რომელსაც პასუხის გაცემა სჭირდება. მათ [ოპოზიციას] შეიძლება დიდი სურვილი აქვს, რომ არც შედგეს ეს [შოვის სტიქიის შემსწავლელი] საგამოძიებო კომისია და ამით თითქოს გააჩინონ ეჭვი, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურს რომელიმე კითხვის დასმა და რომელიმე კითხვაზე პასუხის საზოგადოებისთვის გაგებინება“, – აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები