ირაკლი ბერაია: შინდისის გმირების ისტორია არის გამორჩეული, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მამაცმა მეომრებმა დიდი ზიანი მიაყენეს მტერს

 

პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ნათელ ხსოვნას, ის, რომ საქართველო არის სახელმწიფო, ამ გმირების დამსახურებაა, საქართველო დგას მათ თავდადებასა და თავგანწირვაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა.

„შინდისის გმირების ისტორია არის გმირობის გამორჩეული ისტორია, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მამაცმა მეომრებმა დიდი ზიანი მიაყენეს მტერს და გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე და ასეთი მაგარი ბიჭების გმირობა, თავდადება, ჩვენ ჯარისა და მოქალაქეების თავდადებაა იმის გარანტი, რომ საქართველო არასდროს დაიჩოქებს მტრის წინაშე და ჩვენ თანმიმდევრული, გონივრული ნაბიჯებით აუცილებლად გავამთლიანებთ და გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები