ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი დროებით ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი
ჩვენ ჩვენი ჭკუით, ჩვენი გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი დროებით ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუით, ჩვენი გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.