თუ დააცდიან ქვეყანას, რიკოთის რეაბილიტაცია ერთ-ორ წელიწადში დასრულდება, ეს გზა „ქართული ოცნების“ წევრებისთვის არ შენდება – გია ცაგარეიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ  რამდენიმე წელიწადში რიკოთზე გამართული ინფრასტრუქტურა იქნება, რაც კომფორტული გახდება მოსახლეობისთვის.

„ორჯერ ორი ოთხია, რომ ქვეყანას სჭირდება მაგისტრალი, რომელიც დასავლეთს აღმოსავლეთთან დააკავშირებს. ისიც ყველამ იცის, რომ ეს მაგისტრალი ურთულეს რელიეფზე შენდება და უპრეცედენტო მასშტაბების სამუშაოები მიმდინარეობს. თუ დააცდიან ქვეყანას, ეს ყველაფერი ერთ-ორ წელიწადში დასრულდება და გამართული ინფრასტრუქტურა იქნება, სადაც იმოძრავებენ მათ შორის ძვირფასი კოლეგები „ლელოდან“ მაგალითად. ეს გზა „ქართული ოცნების“ წევრებისთვის არ შენდება, ეს შენდება ქვეყნისთვის“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გუშინ „ლელოს“ წევრებმა რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის ჩატარება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ მზად არიან თავად ჩაერთონ მონიტორინგში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები