ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზად არის
„ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. ასეთ შეხვედრას სერიოზული დაგეგმვა და მომზადება სჭირდება, მით უმეტეს – ასეთი პაუზის შემდეგ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლტიკის დრო“. მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობაში კონსტრუქციული ნაბიჯები გადაიდგა, რაც ნატომ და ევროკავშირმა მოიწონა. „2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. ჩვენი კონსტრუქციული პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე მოწონებულია, ვგულისხმობ კონსტრუქციულ დიალოგს. ნატომ და ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოგვიწოდა, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან, ამაში იგულისხმება პირდაპირი დიალოგი. თუ მეკითხებით მზაობაზე, როგორც მთავრობის მეთაური, გიდასტურებთ, რომ ეს მზაობა მოხდეს. გუნდში არის განწყობა, რუსეთთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგი შედგეს. თუ რა ფორმატის იქნება ეს შეხვედრა, რა დროს მოხდება და სად გაიმართება, ასეთ დეტალებზე საუბრისგან ახლა თავს შევიკავებდი. ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. ასეთ შეხვედრას სერიოზული დაგეგმვა და მომზადება სჭირდება, მით უმეტეს – ასეთი პაუზის შემდეგ “, – განაცხადა პრემიერმა.