მადლობები მაშველების მიმართ ასახავს, რამდენად გამართულად და პროფესიონალურად მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – შალვა პაპუაშვილი

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რაც შეეხება, ეს არის როგორც ცა და დედამიწა იმასთან შედარებით, რა მდგომარეობაშიც იყო ჩაყენებული ეს სამსახური წინა ხელისუფლების დროს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„შეგიძლიათ დაინტერესდეთ, დარწმუნებული ვარ, ყველა ინფორმაციას მოგაწვდიან და ვიზუალურადაც გაჩვენებენ თუ რა აღჭურვილობა აქვთ დღეს ჩვენს მაშველებს, რა ტექნიკური შესაძლებლობები აქვთ. ასე რომ, ამ მხრივ ეს სამსახური დღითი დღე უმჯობესდება და მათ შორის, ვნახეთ ამ სტიქიასთან ბრძოლის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში რამდენად ეფექტიანები იყვნენ.

ასეთი სამსახურები სწორედ საგანგებო სიტუაციების დროს გამოიცდება და ჩვენ ერთი კვირაა ამ გამოცდას ვაკვირდებით. მგონი მთელი ჩვენი მოსახლეობის, ოპოზიციის წარმომადგენლების მადლობები მაშველების მიმართ, ასახავს იმას თუ რამდენად გამართულად და პროფესიონალურად მუშაობს ჩვენი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“, – განაცხადა პაპუაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები