სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია, ხდება მისი ეტაპობრივი მოწოდება – შალვა პაპუაშვილი

„სამი ვერტმფრენი შეძენილია და ველოდებით მათ ჩამოყვანას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ვერტმფრენების შეძენის საკითხით მანიპულირება და დაკავშირება სტიქიასთან მართებული არ არის.

„სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და ხდება მისი ეტაპობრივი მოწოდება. თუ არ ვცდები ხელშეკრულებაც დაიდო შარშან ან შარშანწინ, არ მინდა შევცდე თარიღში. სამი ვერტმფრენი შეძენილია და ველოდებით მათ ჩამოყვანას. მეორე საკითხია სტიქიასთან ამ საკითხის მანიპულაციური დაკავშირება.

დღესაც მოისმინეთ საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგი, სადაც ის საუბრობდა მათ შორის ვერტმფრენების მობილიზებაზე, რომ ისინი ადგილზე იყვნენ, დღის განათებაში სამი საათის განმავლობაში შეეძლოთ მუშაობა. არის დრონები, სითბური, სენსორებით აღჭურვილი, რომლებიც მთელი ღამე მუშაობდნენ. ასე რომ ყველა დასახული ამოცანა შესრულდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები