გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, 2008 წლის ომში რომ მენეჯმენტი მოშლილი იყო, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ვხედავდით ქალაქის მერი ჩადიოდა და სამხედროებს ხელმძღვანელობდა
სამწუხაროდ, 2008 წლის ომში რომ მენეჯმენტი მოშლილი იყო, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ვხედავდით ქალაქის მერი ჩადიოდა და სამხედროებს ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი ქურასბედის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„რა მენეჯმენტზეა საუბარი, როცა ქალაქის მერი ხელმძღვანელობს სამხედროებს და არა მხოლოდ ის, ძალიან ბევრი სამოქალაქო პირი. მოშლილი ნამდვილად იყო, მით უმეტეს. რელიეფურად რომ რთულია კოდორის ხეობის მარტივად აღება, ამაშიც ძნელია არ დაეთანხმო. ის არის მაღალჩინოსანი მაშინდელი თავდაცვის სამინისტროსი და რასაც საუბრობს, ამბობს არგუმენტირებულად და იმ კომპლექსური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც მაშინ არსებობდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, “რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პოლკოვნიკმა, ირაკლი ქურასბედიანმა განაცხადა: „კოდორის შესანარჩუნებლად ძალები საკმარისი იყო, მაგრამ მართვა, კონტროლი ბოლო დღეებში მოიშალა, არის მეორე მომენტიც, შეიძლება, დამდგარიყო ულტიმატუმი, დათმეთ ან თბილისისკენ გავაგრძელებთ სვლას“.