პაატა კვიჟინაძე უნგრეთის პარლამენტის საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს სანდორ კოვაჩს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე უნგრეთის პარლამენტის საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს სანდორ კოვაჩს, უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველს ევროინტეგრაციის საკითხებში ლილა მაკკეის შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სფეროებს, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. პაატა კვიჟინაძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროინტეგრაციის გზაზე.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობას და პერსპექტივებს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობაზე და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები