გიორგი ვოლსკი: მომხდარი უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა
“მომხდარი უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა და ამ უზნეობის პარლამენტის კედლებში გადმოტანა საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება. ყველა კითხვას პასუხი გაეცა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.
ვოლსკის თქმით, საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური ამოცანების განხორციელება სურთ.
„უნდათ საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური ამოცანები განახორციელონ, რისი არც წინაპირობა და არც საფუძველი არ არსებობს. ტრაგედიის გამოყენების თვალსაზრისით თავი იმდენჯერ შეირცხვინეს, რომ არ მგონია, რომ აღნიშნული საკითხი განხილვის საგნად უნდა იქცეს”, – განაცხადა ვოლსკიმ.