ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო რეფორმების კუთხით იყო და არის ლიდერი ქვეყანა როგორც უკრაინასა და მოლდოვას შორის, ასევე სხვა იმ ქვეყნებს შორის ვისაც კანდიდატის სტატუსი უფრო ადრე მიენიჭათ
„ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულმა შუალედურმა დასკვნამ დაგვანახა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობებს მაშინაც აკმაყოფილებდა. რა თქმა უნდა, საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას ასრულებს და ქვეყანას რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით პროგრესი გააჩნია”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რეფორმების კუთხით იყო და არის ლიდერი ქვეყანა როგორც უკრაინასა და მოლდოვას შორის, ასევე სხვა იმ ქვეყნებს შორის, ვისაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უფრო ადრე მიენიჭათ.
“გადაწყვეტილება ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიიღო და მეტწილად გეოპოლიტიკური მდგომარეობით იყო განპირობებული. რა თქმა უნდა, ასეთ დროს გეოპოლიტიკური ფაქტორი ასეთი გადაწყვეტილებების დროს თავის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გეოპოლიტიკური ფაქტორის პარალელურად აღსანიშნავია, რომ საქართველო რეფორმების კუთხით იყო და არის ლიდერი ქვეყანა როგორც უკრაინასა და მოლდოვას შორის, ასევე სხვა იმ ქვეყნებს შორის ვისაც კანდიდატის სტატუსი უფრო ადრე მიენიჭათ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.