ირაკლი ბერაია: კოდორის ხეობის მტრისთვის ჩაბარება – ეს არის „ნაცმოძრაობის“ მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი საქმიანობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი

“კოდორის ხეობის მტრისთვის ჩაბარება – ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი საქმიანობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი განმარტებით,  კოდორის ხეობის დატოვების გადაწყვეტილება “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ, ღალატია და ასევე საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების გეგმის განუყოფელი ნაწილი.

„ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს კონტროლი კოდორის ხეობაზე და სულ ვინარჩუნებდით მასზე კონტროლს. გვქონდა ძალიან ძლიერი პოზიციები, ვიყავით ფაქტობრივად სოხუმის თავზე, წარმოდგენილი უკონტროლო ტერიტორიის შუაგულში, რაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის სტრატეგიული უპირატესობა იყო და ეს ასევე უდიდესი თავის ტკივილი იყო მტრისთვის. კოდორის ხეობაზე კონტროლის დამყარება წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, იყო სრულიად შეუძლებელი. ამის გარანტი არის თავად ამ ხეობის უნიკალური, გეოგრაფიული მახასიათებლები, ჩვენი სამხედროების თავდადება, მაგრამ კოდორის ხეობის დატოვების გადაწყვეტილება “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ, არის ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატი, ასევე საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების გეგმის განუყოფელი ნაწილი“, – განაცხადა ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები