შალვა პაპუაშვილი: რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა, წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულმა მხარემ დაიწყო ომის ახალი ფაზა და ამით მათ მხარი დაუჭირეს ქართული ჯარის დადანაშაულებას ომის განახლებაში
“რეზოლუციაში, რომელსაც მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოში მხარი დაუჭირა, წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულმა მხარემ დაიწყო ომის ახალი ფაზა და ამით მათ მხარი დაუჭირეს ქართული ჯარის დადანაშაულებას ომის განახლებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მათ უნდა გასცენ პასუხი, ვინ იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი
„ამიტომაც, ეს საზოგადოებისთვის დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო, თუმცა ესეც გაირკვა და ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება მტკიცებას, იყო თუ არა ამ ჩანაწერის ინიციატორი რუსეთი თუ სხვა, მით უარესი, თუ რუსეთი არ იყო და აღმოჩნდება, რომ თავად “ნაცმოძრაობა” იყო ჩართული ამ პროექტის შედგენაში და ისინი იყვნენ ინიციატორები. მათ უნდა გასცენ პასუხი, ვინ იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.