“სამწუხაროდ, სტიქიასთან ერთად ამ დღეებში გვიწევდა დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა თავისუფლად შეიძლება შეფასდეს ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმად.
“როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან ნებისმიერ სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ. ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა თავისუფლად შეიძლება შეფასდეს ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმად, რომლის მიზანიც სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.