დავით გალეგაშვილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე წალკის რაიონის სოფელ ავრანლოში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს თავმჯდომარემ, კოოპერატივების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრეს და ფერმერების შეკითხვებს უპასუხეს. წალკა პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც მეორე დონის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა. დავით გალეგაშვილმა კოოპერატივების გამსხვილება დადებითად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები