„ანაკლიის განვითარებისთვის სახელმწიფოს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს“

ეკონონიკის მინისტრი და ვიცე – პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ფესტივალ „კაზანტიპის“ ჩატარებას გამოეხმაურნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, “კაზანტიპი” მდარე ხარისხის ფესტივალია, რომელმაც საქართველოში არ გაამართლა. მისივე თქმით, ანაკლიის განვითარებისთვის სახელმწიფოს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს.
“ვერ გეტყვით, ეს ფესტივალი გაგრძელდება თუ არა. გეტყვით, რომ მოლოდინები იყო გაზვიადებული, რაც არასწორი იყო ცალკეული პირების მხრიდან. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, რათა ანაკლიის განვითარება მოვახდინოთ და იქ ჩავატაროთ გაცილებით ხარისხიანი ფესტივალი. ამ ფესტივალს განსაკუთრებული როლი არ უნდა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, ეს არის გემოვნების საკითხი, თუმცა პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მაღალი ხრისხის ფესტივალი.
“კაზანტიპი” არის ძალიან მდარე ხარისხის ფესტივალი, რომელმაც არ გაამართლა. ადგილობრივ კულტურაში ფეხი ვერ მოიკიდა. ამით ჩვენ არც ურჩხული გაგვიკეთებია და არც გვითქვამს, რომ ფესტივალით აშენდებოდა ქვეყანა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები