ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის
„რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მე -15 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ”,- ამის შესახებ რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაშია ნათქვამი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მტკიცედ განაგრძობს ძალისხმევას, შექმნას ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
“ჩვენ გვახსოვს დაკარგულ ი სიცოცხლეები და სირთულეები, რომლებიც წილად ერგო მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ ოჯახებისკენ , რომლებიც დღესაც განიცდიან მათი დანაკარგის ტკივილს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია და შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება იყოს რთული. განსაკუთრებით, როგორც ცხელი ხაზის მექანიზმის მართვის განმახორციელებლები და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად კონფლიქტი ს შედეგად დაზარალებული თემებისთვის სარგებლის მომტან ყველა ძალისხმევას. ამ წლისთავის აღნიშვნისას ჩვენი მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების
ხელშეწყობისადმი.
როგორც მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისია, ჩვენ უზრუნველვყოფთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ადგილზე მუდმივ ყოფნას და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.