მამუკა მდინარაძე: დიდი შრომის ფასად საქართველომ, როგორც მხარემ, სტრასბურგსა და ჰააგაში, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები შეგნებულად გამქრალი იყო, მოიგო ორივე პროცესი

წინა ხელისუფლების დროს, შედეგებიდან რომ დავიწყოთ, საქართველომ ტერიტორიები დაკარგა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა მოახერხა იმ ბოროტების განხორციელება, რასაც ოკუპაცია, ჩვენი გმირების დახოცვა ჰქვია და შემდეგ წლების განმავლობაში ამით სარგებლობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.

„ეს ყველაფერი ჩვენ დიდი წინააღმდეგობის ფასად გვიჯდება დღემდე. დიდი შრომის ფასად საქართველომ, როგორც მხარემ, სტრასბურგსა და ჰააგაში, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები შეგნებულად გამქრალი იყო, მოიგო ორივე პროცესი. სამართლებრივი დავა მოგებულია. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მაგალითად, ერთ-ერთი მტკიცებულება იყო ისკანდერის ნაწილები და ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ მოვიდა, არ იყო მოძიებული. უფრო სწორად, მანამდე იყო გადამალული და რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ისკანდერის ნაწილები, როგორც მთავარი მტკიცებულება, მოგვეპოვებინა და წარგვედგინა სასამართლოში, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საქართველო ამ სამართლებრივ დავაში იყო მართალი “, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები