ირაკლი კობახიძე – “ნაცმოძრაობაზე”: ცდილობენ ყველაფერი სპეკულაციებისთვის გამოიყენონ
“8 აგვისტოს, ამ თარიღს აღნიშნავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 2013 წლის ჩათვლით და მერე გაიგეს თურმე, რომ 8 აგვისტო არა და 7 აგვისტო. აქედან ჩანს, რომ ცდილობენ ყველაფერი გამოიყენონ სპეკულაციებისთვის. ცდილობენ ნებისმიერი საკითხი გამოიყენონ საზოგადოების გასახლეჩად”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა
მისივე თქმით, ეს არის “ნაცმოძრაობის” მიერ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული გათვლები.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ 7-8 აგვისტო უნდა იყოს ის საკითხი, რომელმაც საზოგადოება უნდა გახლიჩოს. ეს არის მარტივი გათვლა და არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული გათვლები. წლების განმავლობაში თვითონ აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს და შემდეგ, 2013 წელს, იმის გამო, რომ სააკაშვილს ექმნებოდა უხერხულობა, ამის გამო გადაწყვიტეს რომ 7 აგვისტოს აღენიშნათ ეს თარიღი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.