ირაკლი კობახიძე: 2008 წელს ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“
“2008 წელს მაშინდელმა მთავრობამ რეალურად ჩაიდინა ღალატი და ამ ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
მისივე თქმით, ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს.
„ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული, რაც იყო კატასტროფა. ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს და ეს ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე მაშინდელმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა ჩაიდინა“, – აღნიშნა კობახიძემ.