ირაკლი კობახიძე: 2008 წლის აგვისტოს დღეები ჩვენ სიამაყითაც გვავსებს იმ გმირების თავგანწირვის გამო, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას

“2008 წელს ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართველი კაცის, ჯარისკაცის გმირული სული. მადლობა მათ ამისათვის და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ახდება ის ოცნება, რომელსაც შესწირეს ამ ადამიანებმა თავი და მალე ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, გაერთიანდება, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მისივე თქმით, ეს არის ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული თარიღი.

„15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც. რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა. 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის წინაშე. ეს არის ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიის, თუმცა ამასთან ერთად ეს დღეები, 2008 წლის აგვისტოს დღეები ჩვენ სიამაყითაც გვავსებს იმ გმირების თავგანწირვის გამო, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართველი კაცის, ჯარისკაცის გმირული სული. მადლობა მათ ამისთვის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ახდება ის ოცნება, რომელსაც შესწირეს ამ ადამიანებმა თავი და მალე ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, გაერთიანდება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირების სულები“,- აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები