შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმაც არჩია, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას აჰყვეს და დღეს დაღუპულთა ოჯახებთან ერთად ძმათა სასაფლაოზე არ არის

„ნაციონალური მოძრაობის“ არსი არის გახლეჩა, მიზანი არის დაპირისპირება საზოგადოებაში და სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმაც არჩია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას აჰყვეს და დღეს, საქართველოს პრეზიდენტი, დაღუპულთა ოჯახებთან ერთად ძმათა სასაფლაოზე არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მისივე თქმით, თარიღებით მანიპულაცია არასწორი, საქართველოს სახელმწიფო, 2008 წლიდან მოყოლებული სწორედ 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას.

„დღეს პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს დაღუპულების ხსოვნას. ყველას ხსოვნას – მათ, ვინც 6 აგვისტოს დაიღუპნენ, 9 აგვისტოს – ანწუხელიძის ხსოვნას, 11 აგვისტოს დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას, ყველას, ვინც ამ, ომში დაიღუპა. და თარიღებით მანიპულაცია არის ძალიან არასწორი. საქართველოს სახელმწიფო, 2008 წლიდან მოყოლებული სწორედ 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას. „ნაციონალური მოძრაობა, მანამ, სანამ ის იყო ხელისუფლებაში, სწორედ 8 აგვისტოს, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას. ხოლო, მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ყველა შტო და ბერკეტი დაკარგეს, მათ გადაწყვიტეს, რომ არა თუ დაღუპული ოჯახის წევრებთან ერთად მიაგონ პატივი დაღუპულების ხსოვნას, არამედ მარტო და მალულად ამოდიან ძმათა სასაფლაოზე. ამის პასუხი არის თავად „ნაციონალურ მოძრაობის“ არსსა და მიზანში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები