რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
“რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტაბები, რათა ამ მიმართულებით ქართველ ხალხს დაეხმაროს, მილერმა უპასუხა:
„მე ვიტყოდი რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, რომ თუ გადავხედავთ იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენ რუსეთს დავუწესეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და დიახ, ეს არის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ამან შეამცირა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები. ამან ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. ასე, რომ ვფიქრობ, რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოზიცია“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.