პოლონეთის საელჩო: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას
პოლონეთის საელჩო საქართველოში რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა.