ბლინკენი: ქართველმა ხალხმა განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა და მეზობლებზე დომინირების სურვილი – აშშ ურყევი რჩება ქართველი ხალხის მხარდაჭერაში

U.S. Secretary of State Antony Blinken delivers a speech during a visit at the Romanian Athenaeum in Bucharest, Romania, on November 29, 2022. - Blinken attends the meeting of NATO Ministers of Foreign Affairs in the Romanian capital. (Photo by Vadim Ghirda / POOL / AFP) (Photo by VADIM GHIRDA/POOL/AFP via Getty Images)

თხუთმეტი წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში და მისი ტერიტორიის 20 პროცენტი დაიკავა. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები ოკუპაციის დროს, მათ შორის კრემლის მავნე დეზინფორმაციული კამპანია, ე.წ. „ბორდერიზაცია“ და მასობრივი გადაადგილება ჯერ კიდევ უთქმელ სირთულეებს იწვევს.

„თხუთმეტი წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში და მისი ტერიტორიის 20 პროცენტი დაიკავა. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა რუსეთის ქმედებებით. ღრმა პატივისცემითა და გულწრფელი თანაგრძნობით ვიხსენებთ დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს.

რუსეთის ქმედებები ოკუპაციის დროს, მათ შორის კრემლის მავნე დეზინფორმაციული კამპანია, ე.წ. „ბორდერიზაცია“ და მასობრივი გადაადგილება ჯერ კიდევ უთქმელ სირთულეებს იწვევს. ისევე როგორც უკრაინაში, ქართველმა ხალხმა განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა და მეზობლებზე დომინირების სურვილი.

შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს, დააკისროს რუსეთს პასუხისმგებლობა 2008 წლის ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუბრკოლებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. რუსეთმა ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები აუცილებელია იმისთვის, რომ ასიათასობით იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს უსაფრთხოდ დაბრუნდეს საკუთარ სახლებში და იცხოვროს ღირსეულად.

თხუთმეტი წლის შემდეგ, შეერთებული შტატები ურყევი რჩება ქართველი ხალხის მხარდაჭერაში და მის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ დაუძლეველ მისწრაფებაში, რადგან ისინი იცავენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ესწრაფვიან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტას“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები