ლევან დავითაშვილი: 2014 წლიდან ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ ეროვნული მონიტორინგის სისტემების აღდგენა – გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებზე დაკვირვების ქსელი იყო სრულიად მოშლილი და განადგურებული

 

2014 წლიდან ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ ეროვნული მონიტორინგის სისტემების აღდგენა. გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებზე დაკვირვების ქსელი იყო სრულიად მოშლილი და განადგურებული,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აღნიშნავს.

ლევან დავითაშვილმა იმ ბრალდებებს უპასუხა თითქოს და გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის სისტემები არ გააჩნდა.

დავითაშვილმა განმარტა, რომ 2014 წლიდან 200-მდე ასეთი სისტემაა დამონტაჟებული, მათ შორის 20 სადგური რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში.

“ამ პერიოდიდან მოყოლებული დაახლოებით 200-მდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური გვაქვს განთავსებული მთელი საქართველოს მასშტაბით. ციფრებით რომ ვისაუბროთ, დაახლოებით 60-მდე ავტომატური მონიტორინგის სადგური განვათავსეთ ბოლო 3 წლის განმავლობაში, მათ შორის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და აქედან 20 რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშია განთავსებული, რომელიც გვაწვდის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ამინდის პროგნოზირებისა და მოსალოდნელი პროცესების შესახებ. განვათავსეთ ორი მაღალი გარჩევადობის მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც სრულად ფარავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას და გვაძლევს ასევე ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოსალოდნელი სტიქიების შესახებ. ასევე მიმდინარებს ძალიან სიღრმისეული და დეტალური შეფასებები და კვლევები ხეობებში განვითარებული და მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც ასევე მონიტორინგისა და მიმდინარე მონიტორინგის პროცესების ნაწილია”,- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები