მიხეილ სარჯველაძე: ოკუპაციას საქართველო ვერასოდეს შეეგუება

“დიდი იმედი მაქვს, ოკუპაციას მალე დასრულდება და შესაძლებელი იქნება, გამთლიანებულ საქართველოში ვიცხოვროთ, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და გმირების წინაშე, რომლებიც მათ შორის 2008 წელს გმირულად დაეცნენ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპაციას საქართველო ვერასოდეს შეეგუება.

“ჩვენი პოზიცია მანამდე იქნება უცვლელი, ვიდრე საქართველოში ოკუპაცია არ დასრულდება და ერთი მტკაველი მიწა იქნება ოკუპირებული. რასაკვირველია, ამასთან შეურიგებელია მთელი საქართველო. ეს არის საქართველოს მოუშუშებელი და მტკივნეული ჭრილობა, რაც ახლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სუფევს. ოკუპაციას საქართველო ვერასოდეს შეეგუება. ქვეყანას მხარში უდგას მთლიანად მსოფლიო და ასეთი კონსოლიდირებული პოზიცია იმედის მომცემია. დიდი იმედი მაქვს, ოკუპაციას მალე დასრულდება და შესაძლებელი იქნება, გამთლიანებულ საქართველოში ვიცხოვროთ, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და გმირების წინაშე, რომლებიც მათ შორის 2008 წელს გმირულად დაეცნენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები