„15 წლის წინ რუსეთის ჯარები საქართველოში შემოიჭრნენ, რითაც მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალი ფაზა დაიწყო” – დანიის საგარეო უწყება
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების “ტვიტერის” გვერდზე ნათქვამია, რომ დანი გმობს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ყოფნას.
„15 წლის წინ რუსეთის ჯარები საქართველოში შემოიჭრნენ, რითაც მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალი ფაზა დაიწყო. დანია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ – აღნიშნულია განცხადებაში.