“15 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი” – კაია კალასი
ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი საქართველოში რუსეთის შემოჭრის 15 წლისთავს ეხმიანება.
როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია.
მისი თქმით, რუსეთის სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გრძელდება.
„15 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია დაიწყო. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გრძელდება. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა კაია კალასმა.