“ლიეტუვა გმობს 15 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, დღეს უკრაინა თავისუფლებას იგივე აგრესორისგან იცავს” – გიტანას ნაუსედა
“ლიეტუვა გმობს 15 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ლიეტუვა მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან.
„დღეს უკრაინა თავის თავისუფლებას იგივე აგრესორისგან იცავს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან“, – წერს პოლიტიკოსი.