“15 წლის თავზე მხარს ვუჭერთ ქართველ მამაც ხალხს, რომელმაც პროევროპული გზა და ნატოს კურსი აირჩია”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წლისთავს გამოეხმაურა.

როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რუსული აგრესიიდან 15 წლის შემდეგაც, საქართველოსადმი ევროპული მხარდაჭერა და მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ურყევია.

“საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი რჩება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც ხალხს, რომელმაც პროევროპული და პრო-ნატოსეული გზა აირჩია”, – წერს პოლიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები