“15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მხარს ვუჭერთ ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას” – უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს და ადასტურებს ქვეყნის სუვერენიტეტისადმი მის მხარდაჭერას.

“15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი რუსი სამხედროების მიერ არის ოკუპირებული. უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საკუთარ მხარდაჭერას ადასტურებს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები