ოთარ შამუგია: სიტუაციას ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამება, თითქოსდა, სტიქიამდე ორი დღით ადრე წყლის შეგუბებას ჰქონდა ადგილი

სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შოვში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა წარადგინა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ეხება, თითქოსდა სტიქიამდე ორი დღით ადრე წყლის შეგუბების ფაქტებსა და მდინარის კალაპოტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამება. ეს ეხება, თითქოსდა სტიქიამდე ორი დღით ადრე წყლის შეგუბების ფაქტებს, ასევე მდინარის კალაპოტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ასევე, თითქოს, მენეჯერებს ჰქონდათ ინფორმაცია წინასწარ სტიქიის შესახებ და ასე შემდეგ. ბევრი არასწორი ინფორმაცია მოვისმინეთ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები