კუბას საგარეო საქმეთა მინისტრი რაჭაში მომხდარი სტიქიის გამო ქართველ ხალხსა და მთავრობას სამძიმარს უცხადებს

კუბას საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრუნო როდრიგესი რაჭაში მომხდარი სტიქიის გამო ქართველ ხალხსა და მთავრობას სამძიმარს უცხადებს.

„ვწუხვართ რაჭის რეგიონში მომხდარი მეწყერის შედეგად დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ქონებრივი ზარალის გამო.

სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, ასევე გარდაცვლილთა ახლობლებსა და ოჯახის წევრებს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 17 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები