გვატემალას რესპუბლიკა ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას რაჭაში მომხდარი სტიქიის გამო სოლიდარობას უცხადებს

გვატემალას რესპუბლიკა ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის გამო სოლიდარობას უცხადებს.

„სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და მთავრობას რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 17 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები