მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, ევროპის საბჭოს სახელით მივუსამძიმრო მეწყერის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო სამძიმარს უცხადებს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვე შოვში დამანგრეველი მეწყერის შესახებ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ნება მომეცით, ევროპის საბჭოს სახელით მივუსამძიმრო მეწყერის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს.

დიდად ვაფასებთ მათ, ვინც უშიშრად იღწვის ადამიანების გადასარჩენად და დასახმარებლად. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

პატივისცემით, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 17 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები