საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო: ვგლოვობთ და გამოვხატავთ სამძიმარს შოვის რაიონში დაღუპული ადამიანების გამო

საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს გამოხატავს.

„საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო გლოვობს და გამოხატავს სამძიმარს შოვის რაიონში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ჩვენ აღვავლენთ ლოცვას დაღუპულებისთვის, დაშავებულთა და დაკარგულთა გადასარჩენად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები