“ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ხათუნა სამნიძეს პასუხობს და სოციალურ ქსელში წერს:
“ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მედია აშუქებს სხვა ქვეყანაში მომხდარ სტიქიას. ორმაგ სტანდარტზე გაცილებით უფრო მძიმეა, როცა პარლამენტის წევრი იმედს ესხმით თავს იაპონიაში მომხდარი ტაიფუნის გაშუქებისთვის და მაგ. იმავე დღეს, ფორმულას მიერ გაშუქებულ სლოვენიაში მომხდარ წყალდიდობას არ იმჩნევთ. აღარაფერს ვამბობ, ასეთ მძიმე დროს ათასი დეზინფორმაციის და სპეკულაციის არ შემჩნევაზე, რაც, პირველ რიგში, საზოგადიებას არ დარჩება უპასუხოდ.
უბრალოდ, რისი მიღწევა გსურთ ამით? რა “ტრენდს” ამკვიდრებთ? თუ იმედის რეიტინგი აღიზიანებს ვინმეს, ასეთი ლანძღვით ვერაფერს დააკლებს. თუ მარტო საქართველოში გინდათ სტიქიური უბედურება და ტრაგედიები ხდებოდეს? ჩემი პატივისცემა იმედის ყველა ჟურნალისტს, საზოგადოების ინფომირება პროპაგანდა არ არის”,- წერს იონათამიშვილი.
ოპოზიციონერი ხათუნა სამნიძე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
ყველა სიტყვა რაც არსებობს გინების, ყველაფერს ვხარჯავ, აქ დაწერის გარეშე. ეს უსისხლო ხალხი, საშიში! დასრულდება და ვნახავ, რით იმართლებენ თავს, ეს პროპაგანდის მარაზმი მანქანა ხომ მორჩება ერთ დღეს მაინც!!”,- წერს ტელეკომპანია “იმედის” შესახებ ხათუნა სამნიძე.
კომენტარები
კომენტარი