„ჩვენი დელეგაცია ნატოს სამიტზე ძალიან ღირსეულად გამოდის“

ჩვენი დელეგაცია, რომელიც გავაგზავნეთ ნატოს უელსის სამიტზე, ძალიან ღირსეულად და წარმატებულად გამოდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“დღეს დაველოდებით საბოლოო ინფორმაციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეფასდება ყველა ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. რაც მთავარია, ჩვენ აღნიშნული სამიტი კიდევ უფრო დაგვაახლოებს ნატოსთან, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაგვიჩნდებ,ა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და, საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ მომავალში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს დელეგაციას უელსის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები