თაკო ჩარკვიანი აქციას აანონსებს – ” პოლიტიკოსებო, არაპოლიტიკოსებო! მოქალაქეებო! სოლიდარობის შეგრძნება ხომ არ დავკარგეთ?! იქნებ, რაიმე ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე”
მეგობრებო და არამეგობრებო! პოლიტიკოსებო, არაპოლიტიკოსებო! მოქალაქეებო!სოლოდარობის შეგრძნება ხომ არ დავკარგეთ?!იქნებ რაიმე ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე , რომ კიდევ “უპროჟექტორობა” არ მოიმიზეზონ ამაღამ,- ამის შესახებ “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
ჩარკვიანი დღეს, 19 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს.
“გამოვიდეთ დღეს 19 საათზე რუსთაველზე მთავრობის სახლთან, კანონი და სამართლით დავიცვათ ჩვენივე ღირსება და თავმოყვარეობა , მე ჩემი თანამოაზრეებით იქ ვიქნები, ეს ხომ არ არის პარტიული არჩევნები ბატონებო?! მოქალაქეობრივი პოზიცია სოლიდარობა გამოვხატოთ! ტალახში კვდება და იხრჩობა ამ კორუფციონერების გამო ჩვენი მომავალი ! დღეს რუსთაველზე განურჩევლად ყველა ! მკვდრები ხომ არ ვართ?!! მაშ მოვითხოვოთ, მოვთხოვოთ მკაცრად პასუხი ამ კორუფციონერებს!!!!!
დღეს 19 საათზე რუსთაველზე!სოლიდარობა ჩვენს, ტალახში ჩატოვებულ საქართველოს!
არც დღეს ღამე ექნებათ “პროჟექტორები”?! ხალხი იღუპება ხალხნო!!!
დღეს 19 საათზე რუსთაველზე”,- წერს ჩარკვიანი.