რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი, დენის გონჩარი აცხადებს, რომ დასავლეთი თბილისზე აშკარა ზეწოლას ახდენს.
ამის შესახებ მან “ტასს”-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა ფართოვდება. აღდგა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, იზრდება ფრენების სიხშირე და მათი გეოგრაფია. ამ ქვეყანაში რუსი ტურისტების ნაკადი მზარდია. როგორ შეაფასებდით ასეთ დინამიკაზე დასავლეთის რეაქციას, გონჩარმა თქვა, რომ დასავლეთს აქვს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა.
“ჩვენ განვიხილავთ არალეგიტიმური ანტირუსული სანქციების ექსტრატერიტორიული გამოყენების მცდელობებს, როგორც სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას და მათ ურთიერთობას მესამე ქვეყნებთან. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები თბილისზე აშკარა ზეწოლას ახორციელებენ, მიუხედავად იმისა, რომ არც ფრენები და არც რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ყველა სხვა კომპონენტი არ არღვევს არსებულ სანქციების რეჟიმს. რაც შეეხება ჩვენს მიდგომებს, რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა განაახლოს საქართველოსთან პირდაპირი ფრენები და შემოიღოს უვიზო რეჟიმი ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ქართველ და რუს ხალხებს შორის კონტაქტების ხელშეწყობის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის საჭიროებიდან გამომდინარე. ამ მოსაზრებებით მომავალშიც ვიხელმძღვანელებთ”, – თქვა მან.