შსს-ს თანამშრომლები აშშ-ში ტრენინგს დაესწრნენ

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებისთვის აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების მოხმარების კონტროლის ადმინისტრაციის (DEA – Drug Enforcement Administration) მიერ დაიგეგმა სპეციალური ტრენინგი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიების თემაზე. ტრენინგი კვანტიკოში, ვირჯინიის შტატში ჩატარდა.
შსს-ს ცნობით, ტრენინგის ესწრებოდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატრამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები, გამომძიებლები და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი. მათ გაიარეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და მასთან შესაძლო კავშირში მყოფ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და კიბერდანაშაული. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები