„სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა დარეგულირდეს“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა დარეგულირებული იყოს.
“თითოელი ასეთი შემთხვევა, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილია. მე სამძიმარს ვუცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და, ზოგადად, სამართალდამცავი სტრუქტურები შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებენ და გააკეთებენ იმისთვის, რომ დარეგულირებული იყოს მდგომარეობა. მთავრობა, ზოგადად, ნებისმიერ პროცესზე პასუხისმგებელია, მაგრამ ეს უნდა იყოს ობიექტური და არა ემოციაზე დაფუნებლი შეხედულება”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები