გურამ მაჭარაშვილი: ISFED-ის შემთხვევაში გამოძიებისთვის ძალიან მარტივია იმის დამტკიცება, რომ გაყალბებულია არჩევნები და ინფორმაციაა დამალული, ხოლო ტრამპის შემთხვევაში, ჯერჯერობით, გამოძიებას დასამტკიცებელი აქვს ამ ბრალდების სისწორე
„ტრამპის წარმომადგენლებს არ უღიარებიათ არც გაყალბება და არც გაყალბებული ინფორმაციის დამალვა, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში ხელმძღვანელობამ აღიარა როგორც ხმების დათვლის გაყალბება, ასევე გაყალბებული ინფორმაციის დამალვა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპისგან განსხვავებით, გამოძიებას ISFED-სთვის ბრალის დასამტკიცებლად დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება, რადგან ხელთ აქვს მტკიცებულება აღიარების სახით.
„ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ტრამპის შემთხვევაში დასამტკიცებელია, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში – საჯარო აღიარების შედეგად უკვე დამტკიცებულია.
ტრამპის წარმომადგენლებს არ უღიარებიათ არც გაყალბება და არც გაყალბებული ინფორმაციის დამალვა, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში ხელმძღვანელობამ აღიარა როგორც ხმების დათვლის გაყალბება, ასევე გაყალბებული ინფორმაციის დამალვა. ISFED-ის შემთხვევაში გამოძიებისთვის ძალიან მარტივია იმის დამტკიცება, რომ გაყალბებულია არჩევნები, და ინფორმაციაა დამალული, ხოლო ტრამპის შემთხვევაში – ჯერჯერობით გამოძიებას დასამტკიცებელი აქვს ამ ბრალდების სისწორე და მტკიცებულებები არის მოსაპოვებელი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.