გურამ მაჭარაშვილი: ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ტრამპის შემთხვევაში დასამტკიცებელია, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში საჯარო აღიარების შედეგად უკვე დამტკიცებულია

“ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ტრამპის შემთხვევაში დასამტკიცებელია, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში საჯარო აღიარების შედეგად უკვე დამტკიცებულია”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“ტრამპის წარმომადგენლებს არ უღიარებიათ არც გაყალბება და არც გაყალბებული ინფორმაციის დამალვა, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში ხელმძღვანელმა აღიარა როგორც გაყალბება, ასევე, ინფორმაციის დამალვა. გამოძიებისთვის დასამტკიცებლად ძალიან მარტივია ISFED- ის შემთხვევა, რომ გაყალბებულია არჩევნების შედეგები და ინფორმაცია დამალულია, ხოლო ტრამპის შემთხვევაში გამოძიებას სამტკიცებელი აქვს ეს ბრალდება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები